შინაური ცხოველები დროთა განმავლობაში ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ხდებიან და ახლობელი ადამიანების მსგავსად, მათთან განშორებაც ძალიან მტკივნეული პროცესია.

საყვარელი შინაური ცხოველის მონატრება და მათი მუდმივი ხსოვნის სურვილი კი ადამიანებს ხშირად აიძულებს მიმართონ სხვადასხვა ხერხს იმისთვის, რომ ეს გაუსაძლისი ტკივილი ოდნავ მაინც შემცირდეს.

ნახეთ 10 ორიგინალური ხერხი, რომლებსაც ადამიანები გარდაცვლილი ცხოველების უკვდავსაყოფად მიმართავენ:

1. ნაძვის ხის სათამაშო

საკუთარი ხელით შეგიძლიათ, რომ თქვენი ძაღლის მსგავსი რბილი ნაძვის ხის სათამაშო გააკეთოთ, რომელიც ყოველ ახალ წელს ნაძვის ხის განუყოფელი ნაწილი იქნება და თქვენი ძაღლიც ბედნიერად გაგახსენდებათ ხოლმე.

2. პორტრეტი

ფოტო: Notonthehighstreet.

გაიხსენეთ თქვენს კატასთან გატარებული საუკეთესო მომენტი და მისი გაცოცხლება თაბახის ფურცელზე სცადეთ. ცხოველის პორტრეტი ხომ საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენი ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც ოტხფეხა მეგობარი უზომოდ ენატრებათ.

3. ტატუ

თუ ტატუები გიყვართ, შეგიძლიათ, რომ თქვენი ძაღლის თათი თქვენი სხეულის განუყოფელი ნაწილი გახადოთ, ამ გზით თქვენი საყვარელი ცხოველი მუდმივად გემახსოვრებათ.

4. ჩარჩოში ჩასმული სურათი

მოძებნეთ თქვენი ძაღლის ყველა სურათი და მათ შორის საუკეთესო ჩარჩოში მოათავსეთ. ჩარჩო სასადილო ოთახში ჩამოკიდეთ და მოსაწყენ საუზმეზე, სადილსა, თუ ვახშამზე თქვენი საყვარელი ცხოველი გაიხსენეთ ხოლმე.

5. ილუსტრაცია

თქვენს რომელიმე ნიჭიერ მეგობარს სთხოვეთ, რომ თქვენი ცხოველის გამოსახულებით სახალისო ილუსტრაცია შექნას, რომელიც მთელი ცხოვრება დაამშვენებს თქვენს ოთახსსა და მახსოვრობას.

6. ფერადი ტატუ

ფერადი და ტატუები თქვენი ცხოველის გამოსახულებით ხომ არასდროს მოგბეზრდებათ და ერთგული ცხოველების დნახვაც ყოველთვის კარგ მოგონებებს გაგახსენებთ.

7. ყელსაბამი საყვარელი ცხოველის ბეწვით

შეინახეთ თქვენი ცხოველის ბეწვი, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში ასეთი ყელსაბამის გასაკეთებლად გამოგადგებათ.

8. ფერფლი შუშის ბურთში

ასეთი ლამაზი შუშის ბურთი, რომელშიც ცხოველის ფერფლი იქნება მოთავსებული, თქვენი ოთხფეხა მეგობრის უკვდავსაყოფად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

9. ცხვირის ანაბეჭდი

ყველა ძაღლის ცხვირი უნიკალურია, ამიტომ გამოისახეთ ის სხეულზე და თქვენი საყვარელი ძაღლი მუდმივად თქვენს გვერდით იქნება.

10. ცხოველის სახელობის წყარო

ფოტო: buzzfeed.com

თუ რამე უფრო მასშტაბური გინდათ და ტატუ ან ნახატი არ გაკმაყოფილებთ, მაშინ, შეგიძლიათ, რომ ეზოში თქვენი ცხოველის სახელობის წყარო გააკეთოთ, რომელიც მის თავს არა მხოლოდ თქვენ, არამედ სრულიად უცნობ ადამიანებსაც გაახსენებს ხოლმე.