თუ მსახიობებსა და როლებისთვის მათ ტრანსფორმაციაზე მიდგება საქმე, ამ სიაში ნომერ პირველი აუცილებლად კრისტიან ბეილი იქნება. წონის მომატებასა და დაკლება მისთვის ისეთივე მარტივი საქმეა, როგორც ტანსაცმლის გამოცვლა დღის განმავლობაში.

მისი ბოლო როლის წარმატებაშიც დიდი წვლილი სწორედ ასეთ ტრანსფორმაციას მიუძღვის. მსახიობმა ადამ მაკეის ფილმში Vice ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის როლი მოირგო.

მსახიობი ამბობს, რომ წონის ასეთი ცვლილებით დაიღალა და როლის გამო აღარ აპირებს მისი ორგანიზმის საფრთხეში ჩაგდებას.

"ამის გაკეთებას ვეღარ გავაგრძელებ, მართლა აღარ შემიძლია. ჩემი სხეული ამაზე იმდენად ცუდად რეაგირებს, რომ სიკვდილს სახეში ვუყურებ. არაფერს აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, ჩემი ცოლი ამ ყველაფერზე ნერვიულობს", - ამბობს მსახიობი.

Vice-ში შესრულებული როლის გამო, ბეილს ოსკარის ნომინაციას და შესაძლო გამარჯვებასაც კი უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ასეთი რანგის ჯილდოც კი მისთვის უმნიშვნელოა, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება.