1. ენდი, სერიალიდან Parks and Recreation მხოლოდ ექვს ეპიზოდში უნდა გამოჩენილიყო

2. ჩენდლერი და ფიბი სულაც არ განიხილებოდნენ მეგობრების მუდმივ პერსონაჟებად. ისინი მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში უნდა გამოჩენილიყვნენ, როგორც როსის, მონიკას, ჯოუისა და რეიჩელის არც ისე ახლო მეგობრები

3. წარმოუდგენელია, თუმცა Breaking Bad-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი ჯესი პირველივე სეზონში უნდა მომკვდარიყო

4. შეუდარებელი არიზონა რობინსი კი გრეის ანატომიის მხოლოდ სამ ეპიზოდში უნდა ყოფილიყო. თუმცა, მაყურებელმა ის იმდენად შეიყვარა, რომ შოუს შემქმნელებმა მისი სერიალში დატოვება გადაწყვიტეს

5. Once Upon a Time-ის კაპიტანი კაუჭა კი მხოლოდ ოთხ ეპიზოდში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა საბოლოოდ ის სერიალის ერთ-ერთ წამყვან პერსონაჟად იქცა

6. Scandal-ის ერთ-ერთი პერსონაჟი, მელი გრანტი მხოლოდ პირველი სეზონის სამ სერიაში უნდა ყოფილიყო. თუმცა, საბოლოოდ ამ პერსონაჟის გარდასახვა ცოლიდან, რომელიც ქმრის პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერს აკეთებს - პრეზიდენტობამდე, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა

7. გაგიკვირდებათ და სერიალ დაკარგულების პერსონაჟი, ჯეკი პირველივე სერიაში უნდა მომკვდარიყო

8. Arrow-ში კი ფელისიტი მხოლოდ ორი სეზონის რამდენიმე სერიაში უნდა ყოფილიყო

9. The Office-ში ენდი მხოლოდ ათ სერიაში უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდ კი ის სერიალის ფინალამდე დარჩა შოუში

10. მიშა კოლინზმა თავდაპირველად Supernatural-ში სამ ეპიზოდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ბოლო მონაცემებით ის უკვე 100 სერიაში გამოჩნდა

11. Glee-ს სიუ სილვესტერი მხოლოდ რამდენიმე სერიაში, ისიც ეპიზოდურად უნდა გამოჩენილიყო, თუმცა საბოლოოდ ის შოუს წამყვან პერსონაჟად იქცა