ტელეკომპანია პირველის წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ჩხაიძის გარდაცვალების შესახებ ოჯახს უკვე აცნობეს.

ახლობლების ინფორმაციით, ის ბუდაპეშტში მოგზაურობისას გარდაიცვალა. უცნობია, როდის გადმოასვენებენ მას საქართველოში.

ლევან ჩხაიძეს TV პირველზე საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემა "დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან" ერთად მიყავდა. მანამდე ის ტელეკომპანია იბერიაში მუშაობდა. მანამდე იყო მაესტროს, იმედისა და მეცხრე არხის ჟურნალისტი.