არასამთავრობოებს პირადი ინტერესები აქვთ — მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოსთან გამართულ აქციაზე
"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები", — ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დღეს, 21 იანვარს არასამთავრობოების აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანმიმართული დევნა ხორციელდება:
"არანაირ კრიტერიუმსა და რეგულაციებზე საუბარი მათ არ სურთ. მიზანი და მიზეზი არის ერთადერთი რომ ჰქონდეთ გავლენა პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კონკრეტული კანდიდატების შერჩევისას იყოს მათი მხრიდან ჩარევა. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მაშინ კმაყოფილები იქნებიან. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს კანდიდატებს, რა თქმა უნდა, იწვევს მათ უკმაყოფილებას".
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყოფილმა მოსამართლეებმა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა საბჭოს შენობასთან აქცია გამართეს და მანიფესტი შეიმუშავეს.
"სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა, "კლანმა, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს... ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ კლანი სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს", — ნათქვამია მანიფესტში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები