სასტუმრო ბუდაპეშტი და მერია ამბობენ, რომ ვაკის პარკში მშენებლობაზე ვერ შეთანხმდნენ
სასტუმრო ბუდაპეშტისა დამფუძნებელი და თბილისის მერია ამბობენ, რომ ვაკის პარკში მშენებლობაზე ვერ შეთანხმდნენ. სასტუმროს დამფუძნებელი, გიორგი ზაქაიძე ვაკის პარკში მშენებლობის განახლებას ითხოვს, რაზეც მერია უარს ამბობს.
21 იანვარს თბილისი მერთან, კახა კალაძესთან და მის მოადგილეებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის და "ხელების გადაგრეხვაზე არიან გადასულები".
2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიის სარჩელი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა.
როგორც ზაქაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მერიამ მიწის ნაკვეთის გაცვლა ან რესტორნის აშენება შესთავაზა, რომელიც ვაკის პარკში ისტორიულად იყო. მისივე თქმით, კომპანიისთვის ყველა პირობა მიუღებელია, ნებართვის არაღდგენის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავენ და ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვენ.
"მიუღებელია [პირობები], მაშინ რისთვის ვიბრძოდით სასამართლოში. ჩვენ რომ სასამართლო წაგვეგო, ვინმე რამეს შემოგვთავაზებდა? მოვიგეთ ის, რაც გაგვაჩნია და ვიდავებთ საერთაშორისო დონეზე", — აღნიშნა გიორგი ზაქაიძემ.
რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, დოკუმენტს ვადა 2016 წელს გაუვიდა. ზაქაიძის განმარტებით, მას აქვს 2013 წლის უვადო სპეცნებართვა, რომლის საფუძველზეც მშენებლობის ნებართვა იყო გაცემული და რომელიც სააპელაციო სასამართლომ აღადგინა.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ დაადასტურა, რომ კომპანიას 30 მეტრის სიმაღლის სასტუმროს მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს.
"ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა და ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რომ გავცეთ ნებართვა. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ", — აღნიშნა მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან.
პარტიზანი მებაღეების დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე მიიჩნევს, რომ ინვესტორთან შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა მერიას ამის სურვილი არ აქვს.
"როგორც ჩანს, მერიას ამის სურვილი არ აქვს და იურიდიულად ვითომ არ გამოსდის. რეალურად, იურიდიულად ეს მარტივად გამოსვლადია", — აღნიშნა ფერაძემ On.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, მერიას სასამართლოს დალოდების გარეშე აქამდეც შეეძლო მშენებლობის ნებართვის გაუქმება, თუმცა მან დრო გაწელა და ახლა "ქალაქის დაცვის ეგიდით მოქმედებენ". როგორც ფერაძე ამბობს, კალაძე სასტუმროს დამფუძნებელს დაინტერესებული მხარის, სამოქალაქო სექტორის გარეშე არ უნდა შეხვედროდა. ის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ ინვესტორთან შეთანხმებამდე მერი მათ შეხვდეს.
სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში
2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. ამავე წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში ჭავჭავაძის გამზირ #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
აღნიშნული განკარგულებისა და ბრძანების გაუქმება მწვანე ალტერნატივამ 2014 წელს საქალაქო სასამართლოში მოითხოვა. ორწლიანი დავის შემდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა — სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მერიის 24 ივლისის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
2016 წელს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს გრაალმა და შპს ტიფლის კოსტავამ, რომლებიც აშენებენ სასტუმრო ბუდაპეშტს.
2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიების სარჩელი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები