დღეს, 21 იანვარს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით, "მართლმსაჯულების გადასარჩენად". პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, იურისტები, პოლიტიკოსები, საბჭოს არამოსამართლე წევრები და ყოფილი მოსამართლეები, მათ შორის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერით: "გაათავისუფლეთ სასამართლო", "ხალხი შეურაცხყოფილია, დაიშალეთ", მართლმსაჯულება გადასარჩენია", "უვანო ჩინჩალაძე=უვადო უსამართლობა".

ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნით, დღევანდელ აქციაზე გეგმავენ წაიკითხონ მანიფესტი "მართლმსაჯულების გადასარჩენად".

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge