თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კამპანიის დროს დაბეჭდილი ფლაერები უკანონო შემოწირულობად მიიჩნია. პარტია 30 590 ლარით დაჯარიმდა.

აუდიტის სამსახურმა მოკვლევით დაადგინა, რომ პატრიოტთა ალიანსმა ფლაერების დაბეჭვდაში 15 295 ლარი დახარჯა. უწყებამ პარტიის დასაჯარიმებლად სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართა.

პატრიოტთა ალიანსი საპრეზიდენტო არჩევნებამდე აქციებს ატარებდა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდა ხმა არ მიეცათ სალომე ზურაბიშვილის კონკურენტისთვის, გრიგოლ ვაშაძისთვის.