13 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ, 18 იანვარს დაიკარგა, თხრილში მკვდარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი თხრილში ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა და ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს.