საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც გადაამოწმებს ყაზტრანსგაზ-თბილისი რამდენად სწორად ამოწმებს მოქალაქეების გაზგაყვანილობას. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს კომპანიაში დაუდასტურეს.

ყაზტრანსგაზ-თბილისი დედაქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ბუნებრივ აირს აწვდის. მის ვალდებულებებში შედის აბონენტების სახლებში გაყვანილობის შემოწმება.

საქართველოში ენერგეტიკის სფეროს საქმიანობას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არეგულირებს. კომისია ადგენს ტარიფებს, განიხილავს დავებს მოქალაქეებსა და კომპანიას შორის. სემეკშიც ამბობენ, რომ ყაზსტრანსგაზის გადამოწმების ვალდებულება მათაც არ აქვთ.

16 იანვარს, საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა.

ამავე თემაზე: