საფნარგეთში, ლიონის უნივერსიტეტის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. Associated Press-ის ინფორმაციით, სულ მცირე სამმა ადამიანმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა და ის შემთხვევითი იყო. უნივერსიტეტი ქალაქ ვილრბანში მდებარეობს. უნივერსიტეტის რაიონიდან კი ხალხი უკვე ევაკუირებულია.