კენიაში ტერაქტის დროს გარდაიცვალა ამერიკელი ჯეისონ სპინდლერი, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 11 სექტემბრის ტერაქტს გადაურჩა. 2001 წლის ტერაქტის დროს სპინდლერი მსოფლიო სავაჭრო ცენტრში Salomon Smith Barney-ს საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა.

ჯეისონ სპინდლერი კენიაში I-Dev International-ის გენერალური დირექტორი იყო. კომპანია ძირითადად სიღარიბის აღმოსაფხვრელი ინოვაციების დაფინანსებაზე მუშაობდა. თვითონ სპინდლერი კენიაში მოშორებული რაიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პროექტებს ახორციელებდა.

კომპანიის საიტზე აღნიშნულია, რომ სპინდლერი ტეხასის უნივერსიტეტში ბიზნესს, ხოლო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა. გარდა ამისა, ის პერუში აშშ-ს მშვიდობის კორპუსში მუშაობდა.

კენიის დედაქალაქ ნაირბოში 15 იანვარს ტერორისტები DusitD2-ის სასტუმრო კომპლექსს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა. 30-მდე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. კენიის პრეზიდენტის თქმით, ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება ალ-შაბაშმა აიღო.