დისნეიმ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი ანიმაცია აქციოს მხატვრულ ფილმად. ამჯერად კინოეკრანზე კვაზიმოდო გადმოინაცვლებს და მაყურებელი მალე ნოტრ-დამის კუზიანის ახალ ვერსიას იხილავს.

ანიმაცია დისნეიმ 1996 წელს გადაიღო და ის ვიქტორ ჰიუგოს რომანს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეფუძნება. სიუჟეტის მთავარი გმირია კვაზიმოდო, რომელიც საკუთარი გარეგნობით დაკომპლექსებულია და გარეთ გასვლას ვერ ბედავს. ერთ დღესაც კი ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა უყვარდება.

დისნეი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იღებს ძველ ანიმაციებს მხატვრულ ფილმებად. მაგალითად, სულ მალე ეკრანებზე გამოვა ალადინის, მეფე ლომისა და დამბოს ახალი ვერსიები.