ამაზონის ახალი სერიალი Homecoming, რომლის პირველი სეზონიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მეორე ნაწილით 2019 წლის ბოლოსკენ დაბრუნდება. თუმცა, შოუში მონაწილეობას აღარ მიიღებს ჯულია რობერტსი.

როგორც ცნობილია, რობერტსი Mr. Robot-ის შემქმნელის, სემ ისმაილის დრამაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია სერიალში აღარ იქნება, ის აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციას მოირგებს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა სიუჟეტით განვითარდება მეორე სეზონი და იქნებიან, თუ არა იქ პირველი სეზონის სხვა მთავარი პერსონაჟები.

წინასწარი ინფორმაციით, რობერტსი ამჟამად მისი ორი ახალი პროექტისთვის ემზადება. ერთ-ერთი მათგანი კი HBO-ს სერიალი Today Will Be Different არის.

გაიგეთ მეტი:

ჯულია დაბრუნდა — მსახიობის ახალმა ფილმმა და სერიალმა უმაღლესი შეფასებები მიიღო