დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი მძლავრი აფეთქების შემდეგ სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მოსახლეობამ დახმარების შეტყობინებები გაავრცელა. მოქალაქეები დაზარალებულებს თავშესაფარს, საკვებსა და სამედიცინო დახმარებას უანგაროდ სთავაზობენ.

მოსახლეობის ნაწილი მზად არის დაზარალებულეს მედიკამენტებით დაეხმაროს და ბავშვების გამო მაღაზია არ დაკეტოს.

უმეტესობა კი უსასყიდლოდ უთმობს მათ თავშესაფარს სასურველი ვადით.

ნაწილი საკონტაქტო ნომერს ტოვებს, რომ დაინტერესების შემთხვევაში დაურეკონ

მსგავსი თხოვნები დიდი დიღმის მთავარ ჯგუფში ძალიან ბევრია.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 032 2 37 45 31. ცხელ ხაზზე მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მომხდარ გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია 6 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები. შსს მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს, თუმცა, რა მუხლით უცნობია. ადგილობრივების ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის სუნის გამო ყაზტრანგაზის თანამშრომლები გამოიძახეს და მათ თქვეს, რომ საშიში არაფერი იყო. შსს-ს ცნობით, ყაზტრანგაზის თანამშრომლები ამ წუთებში იკითხებიან.