დღეს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის „სპორტის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

რიოს ოლიმპიადაზე აჭარის ღირსებას სულ 6 სპორტსმენი იცავდა, მათგან კი წარმატებას სამმა მიაღწია:

  • ვერცხლის მედალოსან ვარლამ ლიპარტელიანს (ძიუდოში) 15 000 ლარი გადაეცა
  • ლიპარტელიანის მწვრთნელ სოლომონ ფეიქრიშვილს - 4 500 ლარი;
  • ბრინჯაოს მედალოსან ირაკლი თურმანიძეს (ძალოსნობაში) - 10 000 ლარი;
  • თურმანიძის მწვრთნელ აბესალომ ბასილაიას 3 000 ლარი;
  • ბრინჯაოს მედალოსან შმაგი ბოლქვაძეს (ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში) - 10 000 ლარი;
  • ბოლქვაძის მწვრთნელ ავთანდილ აბულაძეს - 3 000 ლარი.

სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ჩავლეშვილი შეხვდნენ.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი.