ყაზტრანგაზის ის თანამშრომლები, რომელიც დღეს აფეთქების ადგილზე გაზის შესამოწმებლად იყვნენ, დაკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღის განმავლობაში ყაზტრანსგაზ-თბილისის თანამშრომლებმა ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი შეამოწმეს და დაზიანება ვერ აღმოაჩინეს, ყაზტრანსგაზ თბილისი არც ადასტურებს და არც უარყოფს.

კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ყველა კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას ყაზტრანსგაზ -თბილისი ცოტა ხანში გაავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მომხდარ გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია 6 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები. შსს მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს, თუმცა, რა მუხლით უცნობია.