თბილისში, დიდი დიღმის პირველ მიკრორაიონში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, რომ არიან გარდაცვლილები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ფოტო: On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე/On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე/On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე/On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილზე მუშაობს და დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე არ ფლობს. მაშველებმა ტერიტორია უკვე დაატოვებინეს მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს.