"თუ კაილი ჯენერმა და კვერცხმა მილიონობით მოწონება დაიმსახურეს, შეუძლია თუ არა ხინკალს მათი დამარცხება?" - ასე წერია ინსტაგრამის გვერდის world_record_khinkali (მსოფლიო რეკორდი - ხინკალი) ფოტოს აღწერაში, რომელსაც უკვე 125 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

ხინკალი ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული პოსტისთვის ბრძოლაში მას შემდეგ ჩაება, რაც სრულიად ჩვეულებრივმა კვერცხმა კაილი ჯენერის რეკორდის მოხსნა შეძლო.

ამ თამამი იდეის უკან 17 წლის გეგა კოპალეიშვილი დგას, რომელმაც გადაცემაში დილა მესამეზე ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ხინკალს.

კითხვაზე, ფოტოზე ქალაქური ხინკალია თუ მოხევური, გეგამ უპასუხა, რომ ქალაქურია, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე ძალიან გემრიელია.

თქვენ თუ მოიწონეთ ხინკლის ფოტო?