საქართველოს ვარსკვლავში ანასტასია პირველის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ტრანსგენდერ ქალს, ანასტასია პირველს საქართველოს ვარსკვლავის მეორე ტურში სიმღერის უფლება მისცენ. ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ პეტიცია შექმნა.
"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტელეკომპანიები სხვადასხვა შოუს რეიტინგისთვის იწვევდნენ ლგბტ ადამიანებს, რომლებსაც გადაცემის სტუმრების დახმარებით ღირსების შემლახველ, მტრულ გარემოს უქმნიდნენ. ეს ხდებოდა და სამწუხაროდ, დღესაც ხდება, ჩვენს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების და ტრანსგენდერი ქალების სასტიკი მკვლელობების ფონზე", — აღნიშნულია პეტიციაში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად, საქართველოს ვარსკვლავის ორგანიზატორებმა ის დაარწმუნეს, შოუში მიეღო მონაწილეობა იმ იმედით, რომ მეორე ტურში გადავიდოდა.
"საჯარო თუ პირადი დაპირებების მიუხედავად, გაუგებარი მიზეზების გამო, ანასტასია ჩახსნეს შოუდან ისე, რომ დროულად არც კი გააგებინეს ამის თაობაზე. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლგბტ ადამიანებს ჰპირდებიან, რომ შოუს გარკვეულ ეტაპამდე მიაღწევენ, უქმნიან ცრუ მოლოდინებს და შემდეგ შოუდან ხსნიან", — აღნიშნავენ თანასწორობის მოძრაობაში.
კონკურსის მონაწილეს ჟიურიმ "ოქროს ბილეთი" პირველ ტურში გადასცა და მეორე ტურში დაიბარა. თუმცა, ანასტასია პირველმა მეორე ტურის გამართვამდე შეიტყო, რომ ის კონკურსს გამოეთიშა.
"მე ვფიქრობ, რომ შენ მოხვედი სწორედ ამ შოუში, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ვარსკვლავი მუსიკალური შოუ და ძალიან მუსიკალური ხარ, უდავოდ. მეორე, ჩვენ ვემზადებით ერვოვიზიისთვის და ეს არის მრავალდეროვნების, თანასწორობის ფესტივალი, დიდი ხანია გაცდა მუსიკალურ კონკურსს, ამას ყოველთვის ხაზსს ვუსვამ. მესამე, ეს არის პირველი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც ეს თავისუფლება, მრავალფეროვნება, გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა ერთ-ერთი უმთავრესი სივრცეა ამისთვის. ეს ის კონკურსია, სადაც შენი მუსიკალური შესაძლებლობები სწორად უნდა შეფასდეს", — უთხრა პირველი ტურის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და კონკურსის ჟიურის წევრმა თიკო ბერძენიშვილმა კონკურსანტს.
საქართველოს ვარსკვლავმა ფეისბუქზე 14 იანვარს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კასტინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ჟიური კიდევ ერთხელ აფასებს ე.წ. ოქროს ბილეთის მფლობელებს, მათგან საუკეთესოებს კი მეორე ეტაპზე მოუსმინა. ბერძენიშვილმა კი On.ge-სთან ანასტასია პირველზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილე ყველა პირი თანასწორი იყო და შემდეგ ეტაპზეც კონკურსანტები ამ პრინციპით გადავიდნენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები