2019 წელს თბილისის მერია ქალაქში ყვითელი ავტობუსების მწარმოებელი კომპანიის, ISUZU მარკის 8-მეტრიან 220 ახალ ავტობუსს შემოიყვანს. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დღეს, 16 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ავტობუსები, რომლებსაც წლის განმავლობაში შემოიყვანენ ქალაქში, თანამედროვე იქნება.

სწორედ ISUZU-ს მარკისაა უკვე მოძველებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიძინეს.

"ტენდერი უკვე დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით ხელშეკრულება კომპანიასთან გაფორმებული არ არის, გარკვეული პროცედურები დარჩენილია. ჯამური ღირებულება დაახლოებით 69 მლნ ლარს შეადგენს. სატენდერო ვაჭრობამ ფასის საკმაო კლება გამოიწვია", — განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ISUZUS-ს მარკის ავტობუსის სხვა ფოტო იყო გამოყენებული და ყოფილი მერის, გიგი უგულავას კომენტარი ერთვოდა თან.