The Independent Reuters-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია რომ 78 წლის კარიმოვი ინსულტის შემდეგ, სიკვდილის პირას იყო.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას კარიმოვი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1991 წლამდე და მის შემდეგაც მართავდა. საერთო ჯამში, იგი 27 წელზე მეტ ხანს იყო ხელისუფლებაში და ამ დროის განმავლობაში, მან შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმი. კარიმოვმა ათასობით ოპონენტი ციხეში ჩასვა, მართლმსაჯულების სისტემაში რეგულარულად იყო წამების ფაქტები და არ არსებობდა სიტყვის თავისუფლება.