Lost in Translation-ის გადაღებიდან 15 წლის შემდეგ, რეჟისორი სოფია კოპოლა და მსახიობი ბილ მიურეი ახალ საერთო ფილმზე იმუშავებენ.

ბილ მიურეისთან ერთად ფილმში რაშიდა ჯონსიც ითამაშებს.

კინოსურათი ახალგაზრდა დედისა და მის ფლეიბოი მამის ნიუ-იორკული თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

სოფია კოპოლა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კინოს 2017 წელს დაუბრუნდა და ნიკოლ კიდმანის, კირსტენ დანსტის, ელ ფენინგისა და კოლინ ფარელის მონაწილეობით The Beguiled გადაიღო, რომლის პრემიერაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

რაც შეეხება ბილ მიურეის, ის ნატალი პორტმანთან, სირშა რონანთან, ტიმოთი შალამესთან, ბენისიო დელ ტოროსთან, ლეა სეიდუსთან, ტილდა სუინტონთან და ფრენსის მაკდორმანდთან ერთად უეს ანდერსონის ახალ, ყველაზე ვარსკვლავურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.

სოფია კოპოლას ახალი ფილმის გამოსვლა 2020 წლისთვის იგეგმება.