თუ არ იცით, გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ დისნეის ახალი მერი პოპინსი გამოვიდა და მიუხედავად ძველისადმი დიდი სიყვარულისა, უნდა ითქვას, რომ ემილი ბლანტის პოპინსი არანაკლებ შეუდარებელია

თანაც, ფილმში ისეთი დიდებული მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან მერილ სტრიპი, ლინ მანუელ მირანდა, კოლინ ფერტი და ა.შ.

მაყურებელი და კრიტიკა ფილმზე იმდენად არის შეყვარებული, რომ მისი მისამართით ქებას არ იშურებენ

თუ ფილმი ჯერ არ გინახავთ, ტრეილერიდან მაინც გეცოდინებათ სცენა, როდესაც მერი პოპინსი (ემილი ბლანტი) პატარა ბენკსებს უმღერის, შემდეგ კი აბაზანაში ხტება და წყალში უჩინარდება

გაინტერესებთ როგორ გადაიღეს ეს სცენა?! გგონიათ ეს ჩვეულებრივი სპეც-ეფექტია?

არა! ემილი ბლანტი ნამდვილად ჩახტა აბაზანაში

შემდეგ კი აი, ეს სასრიალო გამოიარა და სწორედ ამ გზით გაუჩინარდა

თუ ეს გიფი არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ სრული ვიდეოც ნახოთ:

როგორც ჩანს, ემილი ბლანტის კარიერაში აბაზანებს ამიერიდან მნიშვნელოვანი როლი ექნება. გახსოვთ A Quiet Place?

ასე რომ, სასწრაფოდ წადით კინოში და ნახეთ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი!