Family Guy-ს შემქმნელების გადაწყვეტილებით, შოუში შეეცდებიან სულ უფრო ნაკლებად იხუმრონ გეი თემაზე.

ამ კვირის ეპიზოდში, Fox-ის ანიმაციური სერიალის მთელი ეპიზოდი დონალდ ტრამპის კრიტიკას დაეთმო, ერთ-ერთ სცენაში კი მთავარი პერსონაჟი პიტერ გრიფინი პრეზიდენტს ეუბნება, რომ Family Guy-დან გეი ხუმრობები გაქრება.

ინფორმაცია დაადასტურეს პროდიუსერებმა ალექს სულკინი და რიკ აპელმა.

"თუ ნახავთ შოუს 2005 ან 2006 წლის ეპიზოდებს, შემდეგ კი 2018 წლის სერიებს, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. წლების წინ ჩვენ რაღაც ხუმრობებს ვუშვებდით და გვეგონა, რომ ნორმალური იყო, ახლა კი ვხვდებით, რომ ეს მიუღებელია", - ამბობენ პროდიუსერები.

აპელი ამბობს იმასაც, რომ კულტურა დღეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც წლების წინ იყო.

"ჩვენი სერიალის პრემიერა 20 წლის წინ შედგა, დღევანდელი კულტურა კი მაშინდელისგან რადიკალურად განსხვავებულია. კლიმატი, კულტურა და ჩვენი ხედვები უკვე ძალიან განსხვავდები იმისგან, რაც 1999 წელს ხდებოდა", - ამბობს შოუს პროდიუსერი.

ე.წ. "გეი ხუმრობები", რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ სხვადასხვა შოუებში, ძირითადად ლგბტ თემის მიმართ სტერეოტიპების გამყარებას უწყობდა ხელს და მათ დასამცირებლად გამოიყენებოდა. შესაბამისად, Family Guy ამიერიდან იმ შოუთაგანი იქნება, რომელიც ამ თემაზე დისკრიმინაციულ ხუმრობებს აღარ გამოიყენებს.

დამამცირებლად გამოყენებას შეწყვეტენ ხუმრობებში და ამ ქომიუნითის წარმომადგენლების მხოლოდ სტერეოტიპულად ჩვენებას და ა.შ. და არა ზოგადად გეი პერსონაჟებზე ხუმრობას.

Family Guy სეთ მაკფარლეინის შექმნილი ამერიკული ანიმაციური სიტკომია, რომლის სიუჟეტიც გრიფინების ოჯახში ვითარდება.