თითიდან გამოწოვილი 10 არგუმენტი, რომელიც სიგარეტის გადაგდებაში ხელს გვიშლის
მოდი, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ — ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ სიგარეტი ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის, კანს აბერებს, კბილებს აყვითლებს და ჩვენს ჯიბესაც საგრძნობლად ათხელებს.
თუმცა, რამდენჯერაც არ უნდა გადავწყვიტოთ სიგარეტის გადაგდება, ბოლოს ნებისყოფა მაინც არ გვყოფნის და ყოველი მომდევნო ღერის მოწევისას, თავს ათასი სისულელით ვიმართლებთ ხოლმე.
10 ძალიან ნაცნობ და ამავდროულად თითიდან გამოწოვილ არგუმენტს ჩამოგითვლი, რომელიც სიგარეტის გადაგდებაში დღემდე ხელს გიშლის:
1. ჩემი მეზობლის ბებია მწეველი იყო, მაგრამ იცი რამდენი წელი იცოცხლა?!
კარგია, რომ შენი მეზობლის ბებიას გაუმართლა და ცხოვრებაში ყველაფრის ნახვა მოასწრო. თუმცა, გუგლში თუ სიტყვა "მოწევას" ჩაწერ და მერე რამდენიმე საინტერესო სტატიასაც წაიკითხავ, დარწმუნდები, რომ მოწევით შენი შანსები ყოველდღიურად მცირდება.
2. მსმენია, რომ ასე ერთბაშად გადაგდება არ შეიძლება
ერთი კოლოფის ერთბაშად მოწევა შეიძლება, არა?!
3. თვის ბოლოს ვარჯიში უნდა დავიწყო და მერე გადავაგდებ
პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ მსგავსი ბუნდოვანი მიზნები, რომლებსაც მომავალ ორშაბათს, იქითა თვეში, ან ახალ წელს დაგეგმავ, არასდროს განხორციელდება.
4. წონაში მოვიმატებ
წონაში მოიმატებ არა სიგარეტის გადაგდების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ მავნე ჩვევას შენდა უნებურად, უფრო ინტენსიური ჭამით ჩაანაცვლებ, რაც ძალიან დროებითი და ბუნებრივი მოვლენაა.
5. აბა რა ვაკეთო?!
გაისეირნე, დახატე, ითამაშე, მუსიკას მოუსმინე, ჭამე, იცეკვე, წაიკითხე, ივარჯიშე, წყალი დალიე, ფეისბუქის ჩათი გაასუფთავე, ლექსი დაწერე, ან უბრალოდ ის აკეთე, რასაც ყოველთვის აკეთებდი - მოწევა დაივიწყე.
6. ფილმებში ისე გემრიელად ეწევიან, რომ მეც მინდება
თუ დაკვირვებიხარ, ფილმებში ძაან გემრიელადაც დაფრინავენ და რა გავაკეთოთ?!
7. აუ, ყველანი ეწევით?! მაშინ მეც მოვწევ
დამიჯერე, შენი გულისთვის ამხელა მსხვერპლს არავინ გაიღებდა. თუ ოთახში ყველა ეწევა, მეგობრებს თავაზიანად თხოვე, რომ აივანზე გადაინაცვლონ, ან თავად გადი სუფთა ჰაერზე.
8. სასმელს მე არ ვსვამ და აღარც მოვწიო?!
ნუ ყვირი. ძალიან კარგია, რომ სასმელს არ სვამ, მაგრამ ზოგჯერ ერთი ჭიქა გემრიელი ღვინო ჯობია წრუპო, ვიდრე ერთი კოლოფი სიგარეტი მოწიო.
9. სხვანაირად ვერ ვმუშაობ
ეს ყველაზე აბსურდული და ამავდროულად ძალიან სახიფათო არგუმენტია. თუ შენი საქმე გიყვარს, მთლიანად შემოქმედებით პროცესში ხარ ჩართული და მუშაობის დროს 10 ღერი სიგარეტის ისე მოწევა, რომ ვერც იგებ, სწორედ ამით აიხსნება.
10. ძალიან ცივა და სიგარეტი მათბობს რაღაცნაირად
ორი ანთებული ღერი კოცონია ძმა?
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები