FX-ის საკულტო სერიალების ამერიკული საშინელებათა ისტორიის, ამერიკული კრიმინალური ისტორიისა და შუღლის შემქმნელი, რაიან მერფი ახალ სერიალს, ამჯერად ნეტფლიქსისთვის გადაიღებს.

ამ ამბავში ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ შოუს მთავარი პერსონაჟი მედდა რეჩედი იქნება ლეგენდარული ფილმიდან One Flew Over the Cuckoo's Nest, მის როლს კი მერფის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი სარა პოლსონი შეასრულებს.

სარას გარდა ფილმში დიდებულ სამსახიობო ანსამბლს ვიხილავთ, მათ შორი - შერონ სტოუნს, სინტია ნიქსონს, ჯუდი დევისი, ამანდა პლამერი, ჩარლი კალვერი, ჰერიეტ ჰარისი და ფინ ვიტროცკი.

როგორც ცნობილია, კომპანია ახალი სერიალის ორ სეზონად გადაღებას გეგმავს.

სიუჟტი 1947 წელს დაიწყება და გვიჩვენებს, თუ როგორ ტრანსფორმირდა რეჩედი უბრალო მედდიდან შიშისმომგვრელ ავტორიტეტულ ფიგურად.

One Flew Over the Cuckoo's Nest კენ კიზმა 1962 წელს დაიწერა, წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.

წინასწარი ინფორმაციით, შოუს პრემიერა 2019 წლის ბოლომდე იგეგმება.