ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის 6,6 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ღვინის ეროვნული სააგენტო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ელოდება.

ამ თანხით 2019 წელს 15-მდე ქვეყანაში დაგეგმილია საერთაშორისო დეგუსტაციების, კონკურსების, საერთაშორისო კონფერენციების, გამოფენებისა და პრესტურების მოწყობა-ჩატარდება. გარდა ამისა, მედია-კამპანიების, სარეკლამო რგოლებისა და ბაზრის კვლევების ჩატარება, წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება და ა.შ.

გასულ წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით ერთი მილიონი ლარით ნაკლები დახარჯა მსგავს აქტივობებში. სააგენტოს ცნობით, 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც მათივე შეფასებით, ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2017 წელთან შედარებით რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა და 203 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.