წესით, გეცოდინებათ ოქროს გლობუსზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და ამავდროულად სასაცილო ფაქტის შესახებ. ვგულისხმობთ ნიკოლ კიდმანისა და რემი მალეკის შეხვედრას

თუ ნანახი არ გაქვთ, მაშინ ახლა შეგიძლიათ ამის გამოსწორება

კადრემი რემი მალეკმა თავადაც ნახა და ბევრიც იცინა.

"ვაღიარებ, ეს ცოტა უჩვეულო სანახაობაა. მე მას წლებია ვიცნობ, შესაბამისად ძალიან მარტივი იყო მივსულიყავი და მივსალმებოდი, თუმცა ხომ ხვდებით, ეს სულ სხვა სიტუაცია იყო", - თქვა რემიმ.

საბოლოოდ, რემის უხერხულობამ შედეგი გამოიღო და Critics' Choice Awards-ზე ნიკოლთან შინაურული ფოტოებიც გადაიღო

როგორც ხედავთ, უკვე ყველანაირი უხერხულობა აღმოფხვრილია და ფოტოზე ვარსკვლავისა და დაბნეული ბიჭის ნაცვლად ორი ნიჭიერი მსახიობია აღბეჭდილი. დიახ, რემი მალეკმა მეორე შანსი იდეალურად გამოიყენა