ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს სატვირთო თვითმფრინავი ბოინგ707 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი გადარჩა. როგორც ცნობილია, ბოინგი სამხედროებს ეკუთვნოდათ და ყირგიზეთიდან ხორცი გადაჰქონდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ცუდი ამინდის გამო ბოინგი იძულებული იყო დაშვებულიყო, თუმცა დაჯდომისთვის ასაფრენი ბილიკი არ ეყო და გზიდან გადავიდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თვითმფრინავი გზიდან გადავიდა, ჯერ კედელს და შემდეგ საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. ბოინგს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა.

ფოტო: PressTV