შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 წლის ბავშვისადმი უცნობი კაცის მხრიდან ფოტოების გამოქვეყნების მუქარის საქმეს იძიებს. შსს-ს ცნობით, 30 წლამდე მამაკაცი ბავშვს ფეისბუქზე წერდა.

მომხდარის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა დაწერა. გამოცემის ცნობით, მუქარის შესახებ ბავშვის დედამ ინფორმაცია ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.

"უცნობი კაცი მის შვილს პირადი ცხოვრების შესახებ ეკითხებოდა დეტალებს, მათ შორის, ჰყავს თუ არა შეყვარებული; ასევე, ეუბნებოდა, არავისთვის ეთქვა, რომ მასთან მიმოწერა ჰქონდა;

ბოლოს, როდესაც ბავშვმა მას აღარ უპასუხა წერილებზე, ფოტოების "სადღაც" ატვირთვით დაემუქრა", — წერს ნეტგაზეთი.

გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. გამოკითხულია ბავშვი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაიგე მეტი: