11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

"გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.