საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან პრესკონფერენციაზე თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა".

ირაკლი კობახიძის თქმით, მან სხვადასხვა საკითხზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის პირველი სამი კვირა შეაჯამა და მედიის კითხვებს უპასუხა.

ამავე თემაზე: