ვაშლიჯვრის ძაღლების თავშესაფარში ძაღლების მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. მოწამლული ძაღლებიდან 1 მოკვდა, 8 კი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ მკურნალობა უტარდებათ.

ძაღლების ინტოქსიკაციას ადასტურებს ცხოველთა თავშესაფრის ვეტერინარი გიორგი სალათერაშვილი.

"ორის მდგომარეობა ამ წუთამდე მძიმეა და მიმდინარეობს მკურნალობა, რათა მივცეთ სწორი გზა მათ გადასარჩენად", — განაცხადა ვეტერინარმა.

თავშესაფრის დამფუძნებელი ეთერ კვახაძე მომხდარს თავშესაფართან მცხოვრებ მოქალაქეს უკავშირებს.

"მეზობელი კორპუსიდან ერთს არ მოსწონს, რომ ძაღლები იყეფებიან. ძეხვი არის მოწამლული", — განაცხადა ეთერ კვახაძემ.

თავშესაფრის პატრონები დიღმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. On.ge შსს-დან ელოდება პასუხს, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.