ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ სასწრაფო მანქანის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურაც დაცვის მხარის მსგავსად გირაოს შეფარდებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 28 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე მუშებს დაეჯახა. გარდაცვლილია ერთ მუშა, ხოლო 12 ადამიანი დაშავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.