გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ნაწილი ქონებრივ დეკლარაციებს არასრულად ავსებს — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) აცხადებს, რომ გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები არასრულად შეავსო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დეკლარაციების შესწავლისას თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობისა და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის ფაქტებიც გამოავლინეს.
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე
TI-ს განცხადებით, შავლეგო ტაბატაძეს 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ეკატერინე ბარბაქაძე შპს ანსალთეს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არჩილ ჯაფარიძეს 2018 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ნატალია ხაჭაპურიძე შპს რიონი 2015-ის 25%-იან წილს ფლობს და არის კოოპერატივ რკ ედენას გამგეობის თავმჯდომარე.
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი
მათ თქმით, შოთა რეხვიაშვილს 2018 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშული, რომ შპს აგროგორის 50%-იანი წილის მფლობელია, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. მათივე თქმით, ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის მითითებასთან ერთად, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.
ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი
TI-ს დარღვევა აღმოაჩინა ზაურ დარგალის დეკლარაციაშიც. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გუბერნატორს 2018 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, რენა ნურმამედოვა ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (625 კვ.მ.) მარნეულში.
მათი თქმით, ზაურ დარგალს აღნიშნული ინფორმაცია არც წინა წლის დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რის შესახებაც ინფორმაცია 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნეს. მათივე თქმით, დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დარგალი საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი
TI-ს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა შალვა ბერძენიშვილმა 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ სააქციო საზოგადოება ვი აი პი ჯორჯია-ს დირექტორია, რაც კანონდაღვევაა. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს.
მათი თქმით, შალვა ბერძენიშვილს მითითებული აქვს, რომ აღნიშნული სააქციო საზოგადოება არ ფუნქციონირებს, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. TI-ში ამბობენ, რომ შესაძლებელია, კომპანია აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან.
მათივე თქმით, გარდა ზემოაღნიშნულისა, შალვა ბერძენიშვილი კიდევ ერთი კომპანიის - შპს არომა ტის დირექტორი და 10%- იანი წილის მფლობელია, შპს ამირში კი 12%-იანი წილი ეკუთვნის. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ შალვა ბერძენიშვილმა აღნიშნულ კომპანიებში უნდა დატოვოს დირექტორის თანამდებობა, საკუთარი წილებიც სამართავად სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2018 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგად, საჯარო სამსახურის ბიურომ სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული რვა თანამდებობის პირი დააჯარიმა.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები