9 იანვარს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, ცოლთან, მაკენზი ბეზოსთან ერთად დაშორებაზე საერთო განცხადება გაავრცელა, სადაც წყვილი აცხადებდა, რომ ურთიერთობას მეგობრების სტატუსით გააგრძელებდნენ.

The Cut-ში გავრცელებული ინფორმაციით, განქორწინების გამოცხადებამდე, ბეზოსს რომანი ჰქონდა ყოფილ ტელეწამყვან ლორენ სანჩესთან. გავრცელდა სანჩესთან ბეზოსის მიერ გაგზავნილი წერილებიც.

"იცი რა მინდა? მინდა, რომ ღამით შენთან ერთად ცოტა დავლიო. ისე არა, რომ წავიქცე, ცოტა შევთვრე. მინდა, რომ გესაუბრო და შენთან ერთად დავგეგმო მომავალი. გისმინო და ვიცინო. მე უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა! შემდეგ კი მინდა, რომ შენთან ერთად ჩამეძინოს და მეორე დილით გამეღვიძოს, შემდეგ წავიკითხო გაზეთი და ყავა შენთან ერთად მივირთვა".

ლორენ სანჩესი

ფოტო: Getty Images

Page Six-ის მიხედვით, მაკენზი ბეზოსისთვის ქმრის რომანის შესახებ ცნობილი იყო და ისინი განქორწინების გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე დაშორდნენ.

ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი ერთად გამოჩნდნენ 7 იანვარს, ოქროს გლობუსის დასრულების შემდეგ გამართულ წვეულებაზე. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ურთიერთობას აგრძელებს.

ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი ოქროს გლობუსის შემდეგ გამართულ წვეულებაზე. 7 იანვარი, 2019 წელი.

ფოტო: Elizabeth Lippman