1969 წელი, 400 000 ადამიანი ერთ უზარმაზარ მინდორზე - ვუდსტოკის ფესტივალმა ამ წელს არა მხოლოდ მუსიკის ისტორია, არამედ საზოგადოება შეცვალა.

ლეგენდარული მოვლენებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ვუდსტოკი ისევ ბრუნდება, თანაც თავდაპირველ ადგილას, ბეთელში, ნიუ-იორკის შტატში.

პირველი ვუდსტოკის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაიკლ ლენგი ამბობს, რომ ფესტივალი კვლავაც სოციალური აქტივიზმის ელემენტის გარშემო იქნება აგებული და ჩვენს ეპოქაშიც შეძლებს მნიშვნელოვანი კვალის დატოვებას.

"გვინდა, რომ მულტიკულტურული საზოგადოება შევკრიბოთ და ეს მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ კონცერტი", - უთხრა ლენგმა The New York Times-ს.

რაც შეეხება ჰედლაინერებს, უნდა ველოდოთ როგორც ლეგენდარულ ბენდებს, ასევე თანამედროვე პოპ/რეპ შემსრულებლებს და შესაძლოა, მნიშვნელოვან კოლაბორაციებსაც.

ფესტივალი 16-18 აგვისტოს გაიმართება.