CheckinGeorgia-ს ფარგლებში 4 სექტემბერს ქუთაისში ნინო ქათამაძის კონცერტი იგეგმება. მომღერალი კონცერტს ჯგუფ Insight-თან ერთად გამართავს.

ქათამაძე ბოლოს 21 აგვისტოს, საკუთარ დაბადების დღეზე, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ბათუმში წარსდგა მაყურებლის წინაშე, სადაც თავისი ახალი ალბომიდან შეასრულა სიმღერები.

ქუთაისში კონცერტი 4 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.