ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე, Mcdonald's პირველ McCafe-ს ხნის. მაკკაფე ყავის სახლის სტილის დაწესებულებაა, რომელსაც მაკდონალდსისგან განსხვავებული მენიუ აქვს.

ბანერმა მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, რადგან მასზე Le Mcdonald's წერია. ვაკეში განლაგებული საკვები დაწესებულებების დასახელებები ხშირად იწყება Le-თი (განსაზღვრული არტიკლი ფრანგულ ენაში), რაც დროთა განმავლობაში მოარულ ხუმრობად იქცა.

პირველი McCafe 1993 წელს მაკდონალდსის ბრენდის ქვეშ ავსტრალიაში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქსელის შემოსავლები მაკდონალდსის ბრუნვაში მცირე წილს წარმოადგენს, მსოფლიოში 1 300-ზე მეტი McCafe არსებობს.