ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დეა გოშხეთელიანის ყოფილი ქმრის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლომ გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დეა გოშხეთელიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალია. ქმრის, მიტოვება მხოლოდ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლო, თუმცა ძალადობა დაშორებასთან ერთად არ შეწყვეტილა. დაშორებიდან 7 თვის შემდეგ, ყოფილმა ქმარმა დეას და დეას მამას, მათ სახლში სცემა.

პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის 3 იანვარს ყოფილმა ქმარმა დეა გოშხეთელიანი მისსავე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით სცემა, ხოლო მეუღლის მამას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.

ამავე თემაზე: