რუსეთის დუმის უსაფრთხოების კომიტეტმა ორ რეზონანსულ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. პირველი კანონპროექტი არასანდო საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს, ხოლო მეორე ზღუდავს იმ მასალებზე ხელმისაწვდომობას, რომელიც სახელმწიფოს მიმართ "ღია უპატივცემულობას" გამოხატავს.

როგორც პირველ დოკუმენტშია აღნიშნული, მედიითა და ინტერნეტით აიკრძალება იმ არასანდო ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სარწმუნო სახით ვრცელდება და საზოგადოების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

მეორე დოკუმენტი საშუალებას იძლევა, დაიბლოკოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მასალა, რომელიც "ღიად გამოხატავს უპატივცემულობას საზოგადოების, სახელმწიფოს, სახელმწიფოს სიმბოლოების, კონსტიტუციისა და სახელმწიფო უწყებების მიმართ".

როგორც უსაფრთხოების კომიტეტის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ჯერ კიდევ გასარკვევია წასაშლელი ინფორმაციის წრე, თუმცა შესაბამისი მექანიზმი უკვე შემუშავებულია.

ამავე თემაზე: