თუ პიცის მოყვარული ხართ, მაშინ მოემზადეთ ერთი ახალი ფაქტის გასაგებად, რომელიც თქვენს ცხოვრებას, ალბათ, სამუდამოდ შეცვლის.

როცა მეგობრები პიცას ყიდულობენ, ხშირად ისინი ერთი დიდი პიცის ნაცვლად ორ საშუალოს უკვეთავენ, რადგან, ერთი შეხედვით, ორი ცალი 30 სმ დიამეტრის პიცა უფრო მეტია, ვიდრე — ერთი ცალი 45 სმ-იანი.

თუმცა, ამ ვარაუდში გეომეტრია არ გვეთანხმება:

ეს "აღმოჩენა" ინტერნეტს Fermat's Library-ის ტვიტიდან მოედო. როგორც ჩანს, "ორი პატარა თუ ერთი დიდი" არჩევანის გაკეთებისას, მხოლოდ ჩვენ არ ვუშვებდით შეცდომას. ამიერიდან კი იცით, რომ ერთი დიდი პიცის შეკვეთით, დიდი შანსია, რამდენიმე კვადრატული სანტიმეტრით მეტი პიცა მიიღოთ. შეკვეთამდე, ყოველი შემთხვევისთვის, ფართობები გამოითვალეთ.