შალვა ნათელაშვილი: ქვეყანას მოედო გრიპის ეპიდემია... გამოცხადდეს საგანგებო რეჟიმი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გრიპის ვირუსების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგი გამართა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლება გრიპის ვირუსს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ის მოითხოვს გადაიდოს სასწავლო პროცესი "ეპიდებიის ჩავლამდე" და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოს.
"საახალწლოდ ქვეყანას მოედო გრიპის ეპიდემია. გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი. ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად, შექმნა აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტი, მედიკამენტების გაყიდვა კი დაიწყო ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში. მდგომარეობა სერიოზულია. მოვითხოვ, კონსტიტუციის თანახმად მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მედიკამენტების გაცემას და მკურნალობას სრულიად უფასოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას, სასწავლო პროცესის გადავადებას ეპიდემიის ჩავლამდე", — განაცხადა ნათელაშვილმა.
განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე. ასევე სწავლა გადაიდო თბილისის ბაგა-ბაღებშიც 21 იანვარმდე. საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებით მიმართა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ. ბოლო ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპს 10 ადამიანი ემსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკაა და გრიპის ვირუსი წინა წლების მსგავსად პროგრესირებს.
გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები