განახლება: ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი მოლში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ On.ge-ს ადგილიდან აცნობეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ევაკუაციის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ კარფურის ავტოსადგურზე იწვის მანქანა და ხანძრის მასშტაბი ცნობილი არ არის. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.