ამაზონის მიერ წარმოებული ალექსა, რომელიც უსასრულოდ ბევრ საქმეშია გამოსადეგი, მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი გახდა.

ალექსას კითხვებით ან თხოვნით შეგიძლია მიმართო, თუმცა მოქმედების დასაწყისად მთავარია წინ მისი სახელი წარმოსთქვა.

ტექნოლოგიას უამრავი მომხმარებელი სხვადასხვა მიზნით იყენებს, დაუძახებ და სასურველი მუსიკა ჩაირთვება, ან მეგობართან დაირეკება, ან პიცას გამოიძახებ.

თუმცა, პატარა ბიჭმა, ტექნოლოგიის გამოყენება მათემატიკის დავალების ამოსახსნელად გადაწყვიტა, თუმცა "დანაშაულზე" დედამ მას დროულად წაასწრო.

"ალექსა, რას უდრის 5-3?" - ისმის ვიდეოში პატარა ბიჭის ხმა.

ბიჭუნა შეიძლება მათემატიკაში ძლიერი არაა, თუმცა იცის, რა დანიშნულება უპოვოს სახლში "მცხოვრებ" ტექნოლოგიებს. ვიდეოს ტვიტერზე უკვე ნახევარ მილიონამდე მოწონება აქვს.