28 სურათი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ წვრილმანებზე ტყუილად ვნერვიულობთ
გპირდები, რომ სტატიის ბოლოს ის წვრილმანები, რომლებიც ახლა გაწუხებს, აღარც გემახსოვრება.
1. კეთილი იყოს შენი მობრძანება დედამიწაზე, ეს შენი სამშობლოა
2. ეს მზის სისტემა, ანუ ის პატარა სამეზობლოა, რომელშიც დედამიწა იმყოფება
3. ეს დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული მანძილია - თითქოს არც ისე შორია
4. მთვარესა და დედამიწას შორის საშუალო მანძილი 384 400 კილომეტრია, რომელშიც მზის სისტემის ყველა პლანეტა ეტევა
5. რაკი მთვარე ვახსენეთ, ნახეთ სურათზე აშშ-სა და მთვარის ზომების შედარება
6. იუპიტერის დიდ წითელ ლაქასთან არსებული მწვანე პატარა ლაქა ჩრდილოეთ ამერიკაა
7. იუპიტერი რომ ისევე ახლოს იყოს დედამიწასთან, როგორც მთვარეა, ასეთი სანახაობა გვექნებოდა
8. სატურნის რგოლების გასწვრივ ექვსი დედამიწა ეტევა
9. დედამიწას რომ გარშემო სატურნის რგოლები ჰქონდეს, ისინი ცაზე ასე გამოჩნდებოდა
დედამიწის ეკვატორიდან რგოლები ბრტყელ ხაზად გამოჩნდებოდა
ფოტო: Ron Miller
თხის რქის ტროპიკი, დედამიწის ჩრდილი რგოლებზე
ფოტო: Ron Miller
10. ეს ლოს-ანჯელესის ფონზე განთავსებული კომეტა 67P/C-G-ია, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ხომალდი Rosetta დაეშვა
11. თუმცა მზე ბეეეევრად დიდია - თუ გაარჩევ, მოცემული წერტილებიდან რომელია ჩვენი სახლი?
12. აი, ასე ვჩანვართ მთვარედან
13. და ასე - მარსიდან
14. დედამიწა სატურნის რგოლებიდან
15. დედამიწა ნეპტუნიდან, ექვსი მილიარდი კილომეტრით დაშორებული ადგილიდან
ცნობილი სიტყვები რომ გავიხსენოთ, ყველა, ვისაც იცნობთ და ყველაფერი, რაც გინახავთ, ამ მკრთალ ლურჯ წერტილზე არსებობს
16. ასე გამოიყურება დედამიწა მზის ფონზე, ცოტა საშიშია, არა?
მზე სურათში ძლივს ეტევა.
17. ეს უზარმაზარი მზე მარსიდან არც ისე დიდი ჩანს
18. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია. როგორც კარლ სეიგანი იტყოდა, სამყაროში იმაზე მეტი ვარსკვლავია, ვიდრე დედამიწაზე - ქვიშის მარცვალი
19. რაც ნიშნავს იმას, რომ უკიდეგანო სამყაროში იმაზე ბევრად დიდი ვარსკვლავებიც არსებობენ, ვიდრე ჩვენი პატარა მზეა. ნახეთ რამდენად უმნიშვნელოდ გამოიყურება ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის ფონზე
20. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი, სახელად VY დიდი ქოფაკი, მზეზე 1 000 000 000-ჯერ უფრო დიდია. კოსმოსში ჩვენს მზეს დიდი ვარსკვლავები ადვილად დაჩაგრავდნენ
21. თუმცა ეს ყველაფერი გალაქტიკის მასშტაბებთან შედარებით არაფერია. თუ მზეს სისხლის თეთრი უჯრედის ზომამდე დავაპატარავებთ, ხოლო შემდეგ ჩვენს გალაქტიკასაც პროპორციულად შევამცირებთ, ირმის ნახტომი აშშ-ს ხელა იქნება.
22. ირმის ნახტომი ძალიან, ძალიან დიდია
23. ღამის ცაზე იმ ვარსკვლავების უმეტესობა, რომელსაც ხედავთ, აღნიშნულ წრეში მდებარეობს
24. ჩვენი გალაქტიკა იმდენად დიდია, რომ როდესაც მზის სისტემა ბოლოს იმავე ადგილას იმყოფებოდა, სადაც ახლაა, დედამიწაზე დინოზავრები დააბიჯებდნენ
ჩვენს მზის სისტემას ირმის ნახტომის გარშემო ერთი ბრუნის გასაკეთებლად 225 მილიონი წელი სჭირდება.
25. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა უფრო დიდი გალაქტიკებიც არსებობს და მათ ფონზე ირმის ნახტომი ძალან პატარაა.
გალაქტიკა IC 1011 დედამიწიდან 350 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.
26. მოდი, სამყაროს უფრო ფართო კუთხიდან შევხედოთ. ქვემოთ მოცემული სურათი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ არის გადაღებული, ფოტოში ათიათასობით გალაქტიკაა, თითოეულ მათგანში კი მილიონობით ვარსკვლავია, საკუთარი პლანეტებით
27. ქვედა ფოტოზე ზედა სურათიდან ამოჭრილი ერთ-ერთი გალაქტიკა UDF 423 ჩანს. ეს გალაქტიკა ჩვენგან 10 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული, რაც ნიშნავს, რომ ამ ფოტოს ყურებისას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს გალაქტიკა 10 მილიარდი წლის წინ. ეს დროში მოგზაურობას ჰგავს
ფოტო: wikisky.org
28. ზემოთ მოცემული ფოტოები სამყაროს ძალიან პატარა ნაწილს ასახავს. ეს ათიათასობით გალაქტიკა და მილიონობით ვარსკვლავი ცის ერთ პაწაწინა ნაწილშია მოთავსებული
ასე რომ, თუ ოდესმე ნერვები მოგეშლება იმის გამო, რომ შენი საყვარელი სერიალი გადაიდო, ან იმის გამო, რომ ავტობუსმა ერთი წუთით გაგასწრო, გახსოვდეს....
რომ ეს შენი სახლია
ეს კი შენი სახლი ცოტა უფრო შორიდან
კიდევ უფრო შორს გადავინაცვლოთ
ვარსკვლავების ადგილობრივი ჯგუფი
უფრო შორს
ცოტაც...
არ მთავრდება?
უკვე ძალიან, ძალიან შორს ვართ
აი, მთელი ის სამყარო, რომლის არსებობის შესახებაც რაიმე ვიცით.
ეს ჭიანჭველა კი შენ ხარ.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები