დღეს ერთ უიღბლო ჩინელ კაცზე მოგიყვებით, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის უნდოდა, რომ სახლში სასურველი ვარცხნილობით დაბრუნებულიყო. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.

საქმე ის არის, რომ კაცმა სტილისტს მაგალითისთვის ვიდეო აჩვენა, მან კი ყველაფერი ზედმეტად პირდაპირ გაიგო და ყველა დროის, ყველაზე უჩვეულო ვარცხნილობაც შექმნა.

ფოტო: 天秀bot

გაუგებარია რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ სტილისტმა კაცს თავზე არც მეტი, არც ნაკლები, დაპაუზების ღილაკი დაახატა.

ფოტო: 天秀bot

ფოტო: 天秀bot

ეს სახალისო ამბავი მალევე გავირუსდა, ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კი ვერ თანხმდებიან - ეს ბოროტი ხუმრობა იყო, თუ გაუთვალისწინებელი შეცდომა. იმედია, მასაც ვისკონსინელი დალაქის ბედი არ ეწევა და ცუდი ვარცხნილობის გამო, არ დააპატიმრებენ.