ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში არსებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კარგი ხარისხისაა. საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, მარიან ივანუშას განმარტებით, ვაქცინა სრულად ფარავს იმ ვირუს, რომელიც საქართველოსა და რეგიონშია გავრცელებული.

ოფისის ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვაქცინაცია გრიპის პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა. ივანუშას თქმით, საუკეთესო პერიოდი ვაქცინაციისთვის გვიანი შემოდგომაა.

მანვე განმარტა, რომ ვაქცინაცია ძალიან დაგვიანებული არ არის თუმცა იმისათვის, რომ ანტივირუსულმა პრეპარატმა იმოქმედოს, ორი კვირა სჭირდება.

"ვაქცინები დარჩენილია, შეუძლიათ ადამიანებს რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ, თუმცა შესაძლოა, მან მუშაობა ვერ მოასწროს".

ამავე თემაზე: