ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი გავრცელებული გრიპის ვირუსის შესახებ რეკომენდაციებს გასცემს და ამბობს, რომ ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ მხოლოდ გართულებული მდგომარეობის დროს უნდა მიიღოს პაციენტმა. ამის შესახებ ბრიფინგი დღეს, 9 იანვარს გაეროს ოფისში გაიმართა.

მისივე თქმით, პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება ტამიფლუ, ამიტომ ზოგ ქვეყანაში არ ნიშნავს მას ექიმი, ის ანტიბიოტიკის მსგავსია და მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი პაციენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ წამლებს თვითნებურად და თუკი მათ მხოლოდ რესპირატორული ჩვენება აქვთ, ნუ მიიღებენ ტამიფლუს.